top of page

გოგონები გოგონებისთვის
პროექტის ფარგლებში გაიმართა სულ სამი სესია. აქედან პირველი 2020 წლის ოქტომბერში ამერიკული აკადემიის შენობაში ჩატარდა, ხოლო მომდევნო ორი სესია უსაფრთხოების მიზნით ონლაინ პლატფორმის საშუალებით. სესიების განმავლობაში მონაწილეები ქმნიდნენ პრეზენტაციებს ფემინიზმის ისტორიაზე: ფემინისტური მოძრაობები და ტალღები, ფემინიზმი მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, რატომ აქვს საზოგადოებას ნეგატაიური დამოკიდებულება ფემინისტური მოძრაობის მიმართ, და ა.შ.
ასევე, ჩვენი მოწვეული სპიკერები საუბრობდნენ ისეთ თემებზე როგორიცაა ქალი და ლიტერატურა, ვირჯინია ვულფის "საკუთარი ოთახი", ფემინისტური ფილოსოფია და თეორიები და ა.შ. სესიების განმავლობაში მონაწილეები ერთვებოდნენ თვითშეფასების ასამაღლებელ აქტივობებში. სესიების ბოლოს კი პროექტის მონაწილეები ხვდებოდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალებს, რომლებიც საუბრობდნენ თავიანთ სფეროში არსებულ დაბრკოლებებზე, უზიარებდნენ გოგონებს თავიანთ გამოცდილებას და აძლევდნენ რჩევებს.
შემდეგი სესიის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს სოციალურ გვერდებზე.
bottom of page