top of page

ინვიქტა

ჩვენ შესახებ
ინვიქტა ორი მოსწავლის მიერ დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც წარმოადგენს სივრცეს გოგონებისთვის თავისუფლად ისაუბრონ და წერონ გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის შესახებ. ჩვენი ხედვაა შევქმნათ საზოგადოება, სადაც ახალგაზრდებს, მიუხედავად გენდერისა, ექნებათ თანაბარი შესაძლებლობები და მხარდაჭერა საზოგადოებისგან, რათა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება და დამკვიდრება. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია გავაძლიეროთ გოგონები და შთავაგონოთ ისინი არ შეუშინდნენ დღევანდელ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს და გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
ინვიქტა ამ მიზნის მისაღწევად ორი განხრით მუშაობს. ჩვენ ვაწყობთ შეხვედრებს გოგონებისთვის, სადაც ღია დისკუსიებისა და საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით ვცდილობთ დავეხმაროთ მათ გადალახონ გენდერული სტერეოტიპებით გამოწვეული დაბრკოლებები. მეორე მხრივ კი, ჩვენ ვაქვეყნებთ სტატიებს ფემინიზმის, გენდერული დისკრიმინაციისა და წარმატებული ქალების შესახებ, რითიც ვებრძვით გენდერულ სტერეოტიპებს და ვცდილობთ
ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება.

გოგონები გოგონებისთვის
ჩვენ გვჯერა, რომ მიზანდასახული, წარმატებული გოგონები ეხმარებიან და მხარს უჭერენ სხვა გოგონებს მიაღწიონ წარმატებას. სწორედ ამ იდეით შევქმენით პროექტი "გოგონები გოგონებისთვის" რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა გოგონებს თვითგანვითარებაში, დაეხმაროს მათ აიმაღლონ თვითშეფასება და დაძლიონ სტერეოტიპები. შეხვედრებისას ვმართავთ ღია დისკუსიებს და ინტერაქტიულ ლექციებს ისეთ თემებზე როგორიცაა ფემინიზმი და მისი ისტორია, ქართულ საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები, თვითშეფასება, კომპლექსები, სხეულის აღქმა და ა.შ. პროექტის მონაწილეები მონაწილეობენ საჯარო გამოსვლებსა და დებატებში. ასევე, ისინი ხვდებიან მოწვეულ სტუმრებს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ქალებს, რომლებიც გოგონებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.
ბლოგი

ფემინიზმის მთავარი მიზანი ქალების გაძლიერება არაა. ქალები ისედაც ძლიერები არიან, მთავარია შევცვალოთ როგორ აღიქვამს სამყარო ამ სიძლიერეს. - ჯ.დ. ანდერსონი

შემოგვიერთდი!
ჩვენთან შეგიძლია გახდე:
მწერალი
შექმენი სტატიები შენთვის სასურველ თემებზე
მთარგმნელი
თარგმნე სტატიები ქართულიდან ინგლისურად და პირიქით.
გრაფიკული დიზაინერი
შექმენი ილუსტრაციები და დიზაინები ვებგვერდისა და სოციალური ქსელებისთვის
სოც. მედიის მენეჯერი
მართე ჩვენი სოციალური გვერდები და გაზარდე ჩვენი აუდიტორია
bottom of page