გიტანჯალი რაო 15 წლის მეცნიერი და გამომგონებელია, რომელმაც “Time-ის” პირველი “წლის ბავშვის” წოდება დაიმსახურა. იგი შეირჩა 5000 ნომინანტიდან. ის დაიბადა დენვერში, კოლორადო. 2017 წელს მან გამოიგონა მოწყობილობა, რომელიც ადგენს ტყვიის შემცველობას წყალში. მოწყობილობა ინფორმაციას Bluetooth ის საშუალებით გადასცემს. რამდენჯერმე იქნა მიწვეული Tedx-ში, რომ ესაუბრა თავისი გამოგონების შესახებ. ასევე წელს გიტანჯალი რაომ შექმნა პროგრამა სახელად “kindly” რომელიც აფიქსირებს ბულინგის შემცველ შეტყობინებებს და აფრთხილებს მომხმარებელს. ახალგაზრდა მეცნიერი აქტიურად იბრძვის ქალისა და კაცის თანაბარი ანაზღაურებისთვის.
მან ანჯელინა ჯოლისთან ინტერვიუში თქვა: “მე არ ვგავარ ტიპიურ მეცნიერს, იმას რასაც ყოველდღიურად მე ტელევიზორში ვხედავ, ჩვეულებრივ ის თეთრკანიანი მოხუცი კაცია. ჩემი მიზანი არ არის მხოლოდ მოწყობილობების შექმნა რომელის მსოფლიოს პრობლემებს გადაჭრის, ასევე სხვების შთაგონებაა რომ ასევე მოიქცნენ. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე არ არის მარტივი როდესაც ვერ ხედავ სხვა შენს მსგავსს”

Comments