top of page

ვარის დირიე

Writer: Salome MosiashviliSalome Mosiashvili

ვარის დირიე - სომალელი მოდელი, მწერალი, მსახიობი და ადამიანის უფლებებათა აქტივისტია, რომელიც იბრძვის ქალთა წინდაცვეთის (ქალთა გენიტალიების დასახიჩრების) წინააღმდეგ. “დედაჩემმა ბუნების სასწაულის სახელი დამარქვა: ვარისი უდაბნოს ყვავილს ნიშნავს. უდაბნოს ყვავილი კი იქ ყვავის, სადაც მხოლოდ რამდენიმე ცოცხალი ორგანიზმი თუ გადარჩება.” - წერს დირიე მის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში სახელად “უდაბნოს ყვავილი”. ის 1965 წელს სომალში, გალკაიოს რეგიონში, ერთ-ერთ მომთაბარე ოჯახში დაიბადა. 13 წლის ვარისს მოუწია სახლიდან გაქცეულიყო 60 წლის მამაკაცთან ქორწინებისთვის თავი რომ აერიდებინა. მისმა ერთ-ერთმა ბიძამ, რომელიც მაშინ სომალის ელჩი იყო დიდ ბრიტანეთში, ვარისი მოსამსახურედ წაიყვანა ლონდონში, სადაც ახალგაზრდა ვარისი ანაზრაურების გარეშე მუშაობდა. როცა მის ბიძას სომალის სამოქალაქო ომის გამო მოუწია ლონდონი დაეტოვებინა, ვარისი ჯერ ქუჩებში ცხოვრობდა, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაცია YMCA-ში იპოვა თავშესაფარი. ადგილობრივ მაკდონალდსში მუშაობისას, 18 წლის ვარისი ფოტოგრაფმა მაიკ გოსმა აღმოაჩინა. მაიკმა დაარწმუნა ვარისი მოდელი გამხდარიყო. მაიკივე დაეხმარა მას შეექმნა საკუთარი პორტფოლიო და დაკავშირებოდა სამოდელო სააგენტოებს. ამის შემდეგ, დირიემ წარმატებული სამოდელო კარიერა აიწყო, მას იღებდნენ ლევი’სის, ლ’ორეალის და შანელის რეკლამებში.

2002 წელს ვენაში ვარისმა საკუთარი ფონდი დააარსა, რომელსაც ასევე “უდაბნოს ყვავილი” დაარქვა. ფონდი შემოწირულობებით ფინანსდება. ორგანიზაციის მიზანია აღმოფხვრას ქალთა გენიტალიების დასახიჩრება - დანაშაული, რომელსაც გამუდმებით ჩადიან ქალების წინააღმდეგ მრავალ ისლამურ და ქრისტიანულ საზოგადოებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლებით, ყოველ წელს დაახლოებით 8000 გოგონა ხდება ამ სისასტიკის მსხვერპლი. გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა ვარის დირიე კეთილმოსურნე ელჩად დანიშნა ქალთა გენიტალიების დასახიჩრების წინააღმდეგ. ის გაეროს სახელით მოგზაურობს მსოფლიოში, მონაწილეობს კონფერენციებში, ხვდება პრეზიდენტებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს და კინოვარსკვლავებს, რათა მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა მისი მისიის შესახებ.

სტატიის ავტორი: ანა თვალაძე თარგმანი და რედაქტირება: მარიამ ბეშიძე



 
 
 

Comments


© 2021 by Invicta. Proudly created with Wix.com

bottom of page