მალალა იუსაფზაი
- Salome Mosiashvili
- Apr 8, 2021
- 1 min read
მალალა იუსაფზაი არის მშვიდობის დარგში ყველაზე ახალგაზრდა ნობელის პრემიის ლაურეატი და პაკისტანელი უფლებადამცველი. 11 წლის ასაკში მსოფლიოში ცნობადი გახდა, BBC-ის ბლოგისთვის დღიურის წარმოებით. იგი თავისუფლად საუბრობდა პაკისტანში თალიბანის მმართველობაზე და მათ გავლენაზე; როგორ ხურავდნენ კონტროლირებად ტერიტორიებზე გოგონებითვის განკუთვნილ საგანმანათლებლო ცენტრებს და კრძალავდნენ ქალების მონაწილეობას ყველა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში. მილიონობით ადამიანი იტანჯებოდა, მაგრამ ცოტა თუ იღებდა ხმას.
"ორი შესაძლებლობა მქონდა, გავჩუმებულიყავი და დავლოდებოდი, როდის მომკლავდნენ, ან მეთქვა სათქმელი და ისე მომვკვდარიყავი. მე მეორე ვარიანტი ამოვარჩიე - გადავწყვიტე მელაპარაკა."
ამის შედეგად ექსტრემისტები თავს დაესხმნენ და ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლისთვის საზიანო ჭრილობა მიაყენეს. საბედნიეროდ მალალა გადარჩა. შემდგომი მკურნალობისთვის ინგლისში გადაიყვანეს, სადაც ოჯახთან ერთად გააგრძელა ცხოვრება.
მალალას მამა, ზიაუდინ იუსაფზაი: "ხშირად მეკითხებიან, თუ რა არის განსაკუთრებული ჩემ აღზრდის მეთოდში, რამაც ჩემი შვილი ასეთი გაბედული და მამაცი გახადა, მე კი ვპასუხობ, ნუ მკითხავთ რა გავაკეთე, მკითხეთ რა არ გამიკეთებია, რადგან მე მისთვის ფრთები არ შემიჭრია და სულ ესაა"
• 2015 წელს დიდ ეკრანზე იუსაფზაის ისტორიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი გამოვიდა -"მან მე მალალა დამარქვა"
• ამავე წელს ქრისტინა ლამის მიერ დაიწერა წიგნი: "მე ვარ მალალა"
სტატიის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი თარგმანი: სალი მოსიაშვილი რედაქტირება: ქეთა გამტკიცულაშვილი

Comments