top of page

ნონა გაფრინდაშვილი

Writer: Salome MosiashviliSalome Mosiashvili

ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალია, რომელსაც FIDE-მ, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ დიდოსტატის, იგივე გროსმაისტერის ტიტული გადასცა. ის დაიბადა ზუგდიდში 1941 წელს. 20 წლის ასაკში, 1961 წელს მან მოიგო მსოფლიო ჩემპიონობის ქალ პრეტენდენტთა ტურნირი, სადაც მსოფლიო ჩემპიონი ელისავეტა ბიკოვა დაამარცხა. ნონას ამ გამარჯვებით დაიწყო ქართველი მოთამაშეების წარმატებისა და უპირატესობის ერა. ნონას ჩემპიონის სტატუსი 16 წლის განმავლობაში ეჭირა, ხუთჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და 20 ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია. მისი კარიერის განმავლობაში ის წარმატებულად ერკინებოდა მამაკაცებსაც. 2001 წელს კი მისი სახელი მიანიჭეს თბილისის საჭადრაკო სკოლას.

ნონას თქმით ჭადრაკი მისი ცხოვრებაა, ამიტომაც ის კვლავ აქტიურად ასპარეზობს, 2015 წელს, 74 წლის ასაკში, ის კიდევ ერთხელ გახდა სენიორების მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.

სტატიის ავტორი: ანა თვალაძე თარგმანი: სალომე კაშია რედაქტირება: მარიამ ბეშიძე



 
 
 

Comments


© 2021 by Invicta. Proudly created with Wix.com

bottom of page