ქალთა საფეხბურთო კლუბი " ლანჩხუთი"
- Salome Mosiashvili
- Apr 8, 2021
- 1 min read
პირველად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველოს საფეხბურთო კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ლანჩხუთმა" ისტორია დაწერა. ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალზე მათ რუმინეთის "ოლიმპია კლუჟი" 1-0 დაამარცხეს.
ხატია ჭყონიამ გადამწყვეტი გოლი რუმინელთა კარში მატჩის 68-ე წუთზე გაიტანა. "ისტორია დაიწერა. ლანჩხუთი პირველი ქართული საფეხბურთო გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს" -აცხადებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.
სტატიის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი თარგმანი: სალი მოსიაშვილი რედაქტირება: ქეთა გამტკიცულაშვილი

Comments