top of page

ქალი მხატვრები რომლებსაც უნდა იცნობდეთ

Writer: Mariam NozadzeMariam Nozadze

Updated: Aug 20, 2021

ხელოვნებაზე საუბრისას მხატვრები, რომლებიც ყველას გვახსენდება არიან ვინსენტ ვან გოგი, პაბლო პიკასო, კლოდ მონე, ლეონარდო და ვინჩი და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ დავივიწყებთ იმ ქალ მხატვრებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ხელოვნების განვითარებაში. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, რომელთანაც გამკლავება ამ ქალებს უწევდათ, ისინი არ დანებდნენ და საზოგადოებრივი აზრის მიუხედავად თავი ხელოვნებას მიუძღვნეს. პრე-მოდერნული სამხატვრო აკადემიები ქალ მოსწავლეებს საერთოდ არ იღებდნენ, აქედან გამომდინარე, სულ არ არის გასაკვირი, რომ 1900-იან წლებამდე ძალიან ცოტა ცნობილი ქალი მხატვარი არსებობდა. ამ სტატიაში გაგაცნობთ ოთხ ნიჭიერ ქალ მხატვარს, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან სხვა ცნობილ კაც მხატვრებს.


კლარა პიტერსი

"ნატურმორტი თხილთან, ტკბილეულთან და ყვავილებთან ერთად" (1611)

კლარა პიტერსი იყო მეჩვიდმეტე საუკუნეში მოღვაწე ბელგიელი მხატვარი. იგი ცნობილია მისი ნატურმორტებით, რომლებიც გამოირჩეოდა ფუნჯის მონასმებით, ტექნიკით, ჩრდილებითა და ნამუშევარში ასახული საგნების განაწილებით. მისი უნიკალურობით, კლარამ დიდი წვლილი შეიტანა ნიდერლანდური ტრადიციის “საუზმის ნამუშევრების” განვითარებას.


იმისდა მიუხედავად, რომ იმ პერიოდში ქალები არ დაიშვებოდნენ სამხატვრო აკადემიებში, კლარა პიტერსმა შეძლო და გახდა პროფესიონალი თავის სფეროში. მხატვრის პირადი ცხოვრების დეტალები უცნობია, თუმცა ვიცით, რომ მან განათლება ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მდებარე პატარა სამხატვრო ცენტრში მიიღო, სადაც მხოლოდ ნატურმორტების ხატვას ასწავლიდნენ.


ზემოთ მოცემულ ტილო “ნატურმორტი თხილთან, ტკბილეულთან, და ყვავილებთან ერთად” მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, რომელიც კარგად ასახავს კლარას მხატვრულ სტილს.


კლარა პიტერსი საკმაოდ გამორჩეული იყო თავის ეპოქაში, რადგან ის ბელგიურ ოქროს ხანის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ქალი მხატვარი იყო. ის, როგორც მრავალი სხვა ქალი მხატვარი, ნატურმორტებს იმიტომ ხატავდა, რომ მხოლოდ ეს სტილი იყო მისთვის ხელმისაწვდომი (ანატომიის სწავლა ადამიანის ფიგურის დასახატად ქალებს იმ პერიოდში ეკრძალებოდათ). პიტერსი ასევე იყო პირველი ქალი მხატვარი, რომელმაც სოლო გამოფენა გამართა Museo del Prado-ში (მადრიდში), სახელად კლარა პიტერსის ხელოვნება.


მასზე საუბრისას, არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ მისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტექნიკა. Მას სჩვეოდა თავისი საკუთარი პორტრეტების დახატვა სხვადასხვა ნივთებზე თავის ნახატებში, როგორც ანარეკლები (ამის ნახვა ქვემოთ მოცემულ ნახატზე შეგიძლიათ). იდეა ამ ტექნიკის მიღმა კი ის იყო, რომ გამოეხატა სიამაყე რასაც გრძნობდა როგორც წარმატებული ქალი მხატვარი.



ფლორინ შტეტაიმერი


"საგაზაფხულო აქცია ბენდელში" (1920)

ფლორინ შტეტაიმერი იყო ავანგარდიზმის მიმდევარი ამერიკელი მხატვარი, რომელიც გამოირჩეოდა მისი ფერადი ნამუშევრებით. მხატვრის მთავარი მიზანი იყო ტილოზე გადმოეტანა ნიუ იორკში ჯაზის ეპოქა. შტეტაიმერს მხოლოდ ხელოვმება არ იტაცებდა, იგი აგრეთვე დაინტერესებული იყო პოეზიით და ხანდახან ოპერის კოსტიუმებსაც კი კერავდა. მას საკუთარი ლექსების კრებულიც კი აქვს დაწერილი სახელად ბროლის ყვავილები. იგი უმეტესწილად ლექსებს ისევ ნიუ იორკზე, ჯაზის ეპოქაზე და ხელოვნების მიმართ სიყვარულზე წერდა.


ფლორინ შტეტაიმერზე საუბრისას არ შიძლება გამოვტოვოთ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა - ის იყო პირველი ქალი მხატვარი ვინც შიშველი ავტოპორტრეტი დახატა. მიუხედავად იმისა, რომ შტეტაიმერი საკმაოდ კონსერვატიული საზოგადოოების ნაწილი იყო, ის მაინც ამაყობდა თავის ნამუშევრით. სწორედ მისი ამ ნამუშევრის გამო, საზოგადოებამ მხატვარი ისეთი მეტსახელებით შეამკო როგორიცაა ექსცენტრიული შინაბერა. საზოგადოების ასეთმა რეაქციამ შტეტაიმერი შეაცბუნა და გული აუცრუა ნამუშევარზე, რის გამოც რამოდენიმე გამოფენის შემდეგ მხატვარი იძულებული გახდა ნახატი საჯარო გამოფენიდან მოეხსნა (არადა, სწორედ ამ პერიოდში შტეტაიმერის კაცი კოლეგები ანალოგიური სტილის ნახატებს ხატავდნენ და საზოგადოებისგან ისინი მხოლოდ ქება-დიდებას იღებდნენ).


ფლორინ შტეტაიმერი გენდერული თანასწორობის დიდი მხარდამჭერი იყო. აი მაგალითად, გავიხსენოთ მისი სამხატვრო სტუდია, სადაც მომუშავე კაცები და ქალები ანალოგიურ საქმეში ერთნაირ ანაზღაურებას იღებდნენ.

სულაც არ არის გასაკვირი, რომ არც შტეტაიმერს ჰქონია საშუალება (არა ფულადი) ესწავლა სამხატვრო აკადემიაში. იგი მოგვიანებით გააგზავნეს გოგონების პანსიონატში, და მხოლოდ ამის შემდეგ სოფი ვონ პრაიზერი ფლორინს კერძო სამხატვრო გაკვეთილებს უტარებდა.


რამოდენიმე წარუმატებელი გამოფენის შემდეგ, ფლორინ შტეტაიმერმა თავის სამხატვრო სტილს მიაგნო (კერძოდ, საერთოდ დაანება თავი ტრადიციულ ფორმალიზმსა და მოდერნისტულ აბსტრაქციას). მის მინიატურულ, თეატრალურ, ფერად ტილოებში საკმაოდ ადვილია მხატვრის მეგობრების და ოჯახის წევრების ამოცნობაც.


შტეტაიმერის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ გამოფინეს მისი საყვარელი ნახატი “ოჯახური პორტრეტი II”, რომელსაც მხატვარი თავის შედევრად თვლიდა. ამ ნახატს ქვემოთ იხილავთ, მხატვარს კი ეს ტილო ასე ძლიერ იმიტომ უყვარდა, რომ მასში მან თავის უძვირფასესი ნივთები ასახა: ოჯახი (დედა და და), მეგობრები, და რაღა თქმა უნდა ნიუ იორკი.


"ოჯახური პორტრეტი II" (1939)

ჰილმა აფ კლინტი

"ათი დიდი N.7 ზრდასრულობა"

ჰილმა აფ კლინტი იყო მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე შვედი აბსტრაქციონისტი. მისი ნახატები პირველ დასავლურ აბსტრაქტულ ნამუშევრებად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, საზოგადოების თვალში იგი ყოველთვსი კაცი მხატვრების ჩრდილში იმალებოდა (ვასილი კანდინსკი, კაზიმირ მალევიჩი და პიეტ მონდარინი ბევრად დაფასებული მხატვრები იყვნენ იმ პერიოდში). გარდა მხატვრობისა, კლინტი მისტიციზმითაც იყო გატაცებულლი. იგი იყო ქალთა მისტიკური ჯგუფის “ხუთი”-ს წევრი და დამფუძვნებელი. ჯგუფის მთავარი მიზანი დიდ ხელოვანებთან სულიერი კავშირის დამყარება იყო. ჰილმა ფინანსურად უზრუნველყოფდა საკუთარ თავს და ფულს კი თავისი პორტრეტების, პეიზაჟებისა და სხვა სტილის ნამუშევრების გაყდვით შოულობდა.



ჰილმა, ზემოხსენებული მხატვრებისგან განსხვავებით, სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა შვედეთში (შვედეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რომელმაც ქალებს სამხატვრო უნივერსიტეტში სტაბილური სწავლის უფლება მისცა).

როგორც ხედავთ, ჰილმას ნახატები ადვილად გასაგები სულაც არ არის. მან ეს ძალიან კარგად იცოდა და აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა ანდერძში ჩაეწერა, რომ მისი ნახატები საჯაროდ მინიმუმ 20 წლის განმავლობაში არ გამოეფინათ. ეს მხოლოდ იმიტომ ისურვა, რომ ეგონა მსოფლიო მზად არ იყო მისი ნამუშევრებისთვის - როგორც ჩანს, სავსებით სწორი აღმოჩნა!



ვერა ფაღავა


"ლურჯი ნატურმორტი" 1949

და ბოლოს, გაგაცნობთ ქართველ მხატვარს - ვერა ფაღავას. ვერა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოღვაწეობდა და არა მარტო მხატვრად, არამედ სამხედრო ექთნადაც კი მუშაობდა. ომამდე რამოდენიმე წლით ადრე 13 წლის ვერას მოუწია ჯერ გერმანიაში შემდეგ კი საფრანგეთში წასულიყო ემიგრაციაში.

ვერას სახელგანთქმულია თავისი უნიკალური ხედვით. ის არის პირველი ქართველი ქალი მხატვარი რომელიც საკუთარი სტილით და ორიგინალურობით გახდა ცნობილი, კერძოდ კი მისმა აბსტრაქტულმა, ტილოზე ქაოტურად მიმობნეულმა საგნებბა და ნამუშევრებში ხშირად გამოყენებულმა გეომეტრიამ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ერთი საინტერესო ფაქტი მხატვრის შესახებ ის არის, რომ მას პაბლო პიკასოს ცოლი დაეხმარა გაემართა თავისი პირველი გამოფენა (ზოგადად, პაბლო პიკასოს ცოლი ყოველთვის ძალიან ჩართული იყო ახალგაზრდა ქალი მხატვრების განვითარებასა და საზოგადოებისთვის გაცნობაში).


ვერა ფაღავამ ოთხმოცი წელი იცოცხლა, ზოგიერთი კრიტიკოსის მიხედვით კი მისი მოღვაწეობა ქართულ ხელოვნებასა და კულტურაში ფემინისტური ეპოქის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.


ავტორი და მთარგმნელი: მარიამ ნოზაძე

რედაქტორი: მარიამ ბეშიძე





Comments


© 2021 by Invicta. Proudly created with Wix.com

bottom of page