top of page

ჰედი ლამარი

Writer: Salome MosiashviliSalome Mosiashvili

ჰედი ლამარი, წარმოშობით ავსტრიელი, ჰოლივუდის ვარსკვლავი და გამომგონებელი იყო.

1933 წელს მან მონაწილეობა მიიღო გუსტავ მახატის ფილმში - "ექსტაზი" კადრებს, სადაც ის შიშველი ჩანს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აშშ-ში ჩასვლისას მსახიობმა აიღო ფსევდონიმი. ჰედი კისლერი გახდა ჰედი ლამარი, რომელიც მუნჯი კინო ვარსკვლავის ბარბარა ლა მარის პატივსაცემად აირჩია.

ამავე წელს ცოლად გაჰყვა ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, ავსტრიელ მილიონერ ფრიც მანდლს. განქორწინების შემდეგ ჰედი იხსენებდა, რომ ქმარი ვერ ეგუებოდა მის მსახიობობას, ზედმეტად აკონტროლებდა და ყიდულობდა "ექსტაზის" ყველა ასლს, რითაც პროტესტს უცხადებდა ცოლს.

მანდლს ის ბიზნეს პარტნიორებთან და მეცნიერებათა შეხვედრაზე დაჰყავდა, სადაც მათემატიკური ნიჭის მქონე ლამარმა სამხედრო ტექნოლოგია შეისწავლა. სწორედ ლამარისა და მისი კოლეგის ანთეილის სიხშირის აჩქარების იდეა წარმოადგენს თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, როგორიცაა bluetooth-ს, Wi-Fi-ს და GPS-ს საფუძველს.

კინომატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის ჰედი ლამარს ჰოლივუდში ვარსკვლავი გაუხსნეს, ხოლო მსახიობის დაბადების დღე - 9 ნოემბერი - აშშ-ში გამომგონებლების დღედ გამოცხადდა.




 
 
 

Comments


© 2021 by Invicta. Proudly created with Wix.com

bottom of page